საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომა გაიმართა2010 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომა გაიმართა.

სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უფროსმა განცხადება გააკეთა. გთავაზობთ ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებას:

„სემეკ-ის გადაწყვეტილებით 1 დეკემბრიდან თბილისში წყლის ტარიფი თითო მოსახლეზე 3,15 ლარამდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიას თავისი მოსაზრებები ქონდა. პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბა წყილს კომისია, რომელზეც მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში იმ უბნებისთვის, სადაც წყლის მომარაგება არ არის 24 საათიანი, რჩება ძველი ტარიფი - 2.40 ლარი. ამ გადაწყვეტილებით თბილისის წყლის მომარაგების კომპანიას მოტივაცია უჩნდება. იმ უბნებში, სადაც წყლის

მომარაგება არ არის 24 საათიანი მოხდეს ინფრასტრუქტურის გამოცვლა, გაუმჯობესება და შემდეგ 24 საათიან მომარაგებაზე გადასვლა.

სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები, რომელიც თბილისში შეადგენს დაახლოებით 105 ათას ადამიანს, გადაიხდიან ტარიფის ნახევარს. ტარიფის მეორე ნახევარს თბილისის მერია თავისი ბიუჯეტიდან დაფარავს.

გარდა ამისა, მეწარმეებისათვის დარჩება ის ტარიფი, რომელიც იყო აქამდე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე დადგენილი ტარიფი, რომელიც 1 დეკემბრიდან ამოქმედდება, აღარ შეიცვლება.

თბილისის წყლის მომარაგების კომპანიამ 2012 წლამდე უნდა გააუმჯობესოს თავისი ინფრასტრუქტურა, ეს არის მათი ვალდებულება და მთლიანად უზრუნველყოს თბილისის მთელს საზღვრებში 24 საათიანი მომარაგება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური