საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრის ახალი შენობები გახსნა2010 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრის ახალი შენობები გახსნა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში დადებული პირობების უმრავლესობა შესრულებულია.

„ქუთაისში ორი ახალი შენობა გავხსენით: ერთი არის სასწრაფო დახმარების შენობა. აქ 120 ადამიანი მუშაობს და აქამდე ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ მუშაობა. უკვე ახალ შენობაში ახალი შემართებით არიან. მინდა მათ მივულოცო.

დღეს, გავხსენით ახალი შენმობა - ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრი. პირობა იყო, რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი გახდებოდა. ეს სრულდება კიდევაც. ქუთაისში ყველას სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ცენტრები იხსნება. ეს არის ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ცენრტი. აქ გადმოვა აბსოლიტურად ყველა უწყება, რაც ფინანსთა სამინისტროში ასაქართველოს პრემიერ–მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა რსებობს. ისინი ბევრად უფრო უკეთესად იმუშავებენ. ჩვენთვის მთავარი მიზანი ეს არის. მიზანი არის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, იმუშაონ მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად მოემსახურონ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ.

ვუსურვებ ქუთაისს წარმატებებს. აქ კიდევ ბევრი შენობა გვაქვს გასახსნელი. დღეს მოვინახულეთ პარლამენტის მშენებლობა, დაიწყება მთავრობის სახლის მშენებლობა. მომავალ წელს ბევრად უფრო მეტი ახალი პროექტი იქნება ქუთაისში დაწყებული,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური