საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
2017-05-29 გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და გარემოს დაცვა, გარემოს პოლიტიკა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, „სუფთა, მწვანე და გონივრული" მიდგომები, განახლებადი ენერგია, ინფრასტრუქტურული პროექტების როლი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პროცესში, კატასტროფების რისკის შემცირება, ნარჩენების მართვა და წყალმომარაგების პოლიტიკა განიხილეს საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში რეფორმების შესახებ დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირების, ასევე, საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დღეს სასტუმრო „რედისონში" გამართა.
|