საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა
2018-01-23 მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები განიხილეს. "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების დამტკიცება თებერვალში იგეგმება. სამთავრობო სამოქმედო გეგმების დამტკიცება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის, ისევე როგორც, დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების საჭიროებებზე მიმართული ერთიანი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
|