საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ლელა აქიაშვილმა კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
2019-11-30 ლელა აქიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალ უფლებადამცველებს მათი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობის გაძლიერება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მრჩეველმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან სამთავრობო კამპანიზე. კამპანიაში 22 სახელმწიფო უწყებაა ჩართული და მიზნად ისახავს ინფორმირებულობის გაზრდას სექსუალური შევიწროების და ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის შესახებ.
|