საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალ სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2020-02-27 საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებზე, დარგობრივ საჭიროებებსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ავსტრიის განვითარების სააგენტო ამჟამად მუშაობს ქვეყნის ახალ სტრატეგიაზე 2021-2027 წლებისთვის, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილული იყო ავსტრიისა და საქართველოს მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დახმარების ახალი 7-წლიანი პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
|