საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენცია ახალი წესით მიიღებს
2020-03-13 ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს ადმინისტრაციის შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით. |