საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
2021-11-18 საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა კვლევის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, კვლევა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ეყრდნობა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მთავრობის გამჭვირვალობას უკავია. "აღნიშნული კვლევა აფასებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტურობას. კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა კონკრეტულ კომპონენტებს, რაც აფასებს ქვეყნების მიერ მიღებულ შედეგებს. აღსანიშნავია ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მთავრობების ღია და ტრანსფარენტული მოქმედება. აღნიშნულ კვლევაში, ერთ-ერთი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში დაბალი კორუფციის რისკის მაჩვენებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში",- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|