საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2012 წლის 11 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 11 დეკემბრის მთავრობის სხდომა2012 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი,მათ შორის საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე 500 ლარიანი ჯარიმები მცირდება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რის კონტექსტშიც, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თვითმმართველობებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოეყოფათ. პროექტი წარმოადგინა ფინანსთა მინისტრმა, რომლის განცხადებით, თელავის, წალენჯიხის, ასპინძისა და ფოთის თვითმმართველობებმა სახსრების გადახარჯვა მოახდინეს , რის გამოც გარკვეული სავალდებულო სამუშაოების შესრულებას ვეღარ ახერხებდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური