საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა შეამოწმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და წლევანდელ რთველზე ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ქარხნის დირექტორმა პრემიერ-მინისტრს ქარხანაში ბოლო დროს დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და ქარხნის გაზრდილი სიმძლავრეები გააცნო. წელს ქარხანამ უკვე 3000 ტონა ყურძენი გადაამუშავა და ყურძნის მიღებას კვლავ აქტიურად აგრძელებს, მისი დღიური წარმადობა 100-150 ტონაარის. ქარხანამ საზღვარგარეთ 1600 ცალი მუხის კასრი შეუკვეთა, რომელშიც წლევანდელ ღვინოს ხანგრძლივი ვადით მოათავსებენ. საუბარში პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, წლევანდელი მოსავალი კახეთში მაღალშაქრიანობით გამოირჩეოდა და ეს ფაქტორი, ქარხნის თანამედროვე სათავსოებთან ერთად, მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებისათის კარგ წინაპირობას ქმნის.
|