საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ქარელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქარელში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებზე უმუშევრობის შემცირებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში იგეგმება 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა. გარდა ამისა, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ფერმერების მიერ მიღებული ჭარბი მოსავლის ჩაბარებას და საზღვარგარეთ გატანას.
|