საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი, კენეტ ვოლაკი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. პრემიერ-მინისტრმა და მისიის წევრებმა განიხილეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. |