საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრესრელიზი

საინფორმაციო სააგენტოებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა Facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით მიმართა ქართულ საზოგადოებას.
საქართველოს მთავრობა უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართვა არ ეკუთვნის ზურაბ ადეიშვილს.