საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრის შეხვედრა კნუტ ვოლებეკთან
2012 წლის 15 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ეუთოს უმაღლესმა კომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ეუთო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში ახორციელებს. თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა მას მთავრობის ხედვა გააცნო და უკვე არსებული პროექტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური |