საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი დანიშნა
2013-12-27 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე. შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|