საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფება
2013-12-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში იმყოფება. მან მესტიაში მშენებარე სასტუმრო მოინახულა და სასტუმროს მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია. ასევე, პრემიერ-მინისტრი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და საექსპოზიციო ფონდებს ესტუმრა. როგორც მან აღნიშნა, სვანეთს საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა. "აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|