საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი საშობაო წირვას დაესწრო

2014-01-07

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური