საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2013 წლის 13 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2013 წლის 13 სექტემბრის მთავრობის სხდომა2013 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი, დაემატა 3 საკითხი, მათგან 24 საკითხი დამტკიცდა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დამამთავრებელ ფაზაში შევიდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას იღებენ, C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობისთვის, რომელთა რაოდენობა 10 000-ს შეადგენს, მედიკამენტები იგივე ფასად გაიყიდოს, რაც პატიმრების მკურნალობას სჭირდება.
ამას გარდა, მთავრობის წევრებმა დღეს 7 მხარის ეკონომიკური განვითარების გეგმები განიხილეს. აღნიშნული გეგმები ეხება რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით 7 მხარეში 2014-2021 წლებში ძირითადად გასატარებელ ღონისძიებებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური