საქართველოში გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
2016-09-07
► პროგრამა განკუთვნილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ასევე მომიჯნავე სამინისტროებსა თუ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც უნდა, თავისი კარიერა დაუკავშიროს გარემოსდაცვით სფეროს ► პროგრამის "გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა" მიზანია ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი განათლების გაუმჯობესება ► სწავლების პროცესი მოიცავს: • საერთაშორისო ლექტორების მოწვევას • ტრენინგების ჩატარებას • სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის უმაღლესი ხარისხით შესრულებას • სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით სტუდენტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას |