ტურისტთა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა
2016-10-03
► 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა ► 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 867.9 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101.4 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ► 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ► პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში გამოირჩნენ ლატვია (+26%), ჩეხეთი (+16%) და გერმანია (+6%) ► განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+513%), ინდოეთი (+254%) და საუდის არაბეთი (+119%) |