საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
2020-01-09
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა; საბუთები მიიღება 2020 წლის 7 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატურებს არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.
|