საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
► უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ► პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი კომპლექსის - 582 ბინის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38,7 მილიონი ლარია, მშენებლობა კი, 17 თვეში დასრულდება. ► ბინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე საცხოვრებელი პირობებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს, მათ შორისაა სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი და მრავალშვილიანი ოჯახები. ამ სოციალური პროექტით აჭარაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გადაიჭრება და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნება. ► 2021 წელს ამ ტერიტორიაზე დაიწყება სკოლის მშენებლობაც, გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობაც. ► სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. |