საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად
2020-05-03 მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის #181 დადგენილებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უფლების მოსაპოვებლად უნდა შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - იხილეთ განაცხადის ფორმა http://gov.ge/s/55aaf ► მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსებას აღარ საჭიროებენ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება. ► მეწარმე სუბიექტი ფორმის შევსების შემდეგ გაივლის ინსპექტირებას, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამდენად აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა. ► ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს. ► საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.
|