საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან
2020-05-04 შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ - https://stopcov.ge/ka/Gegma იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა პორტალ https://my.gov.ge -ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. იუსტიციის სახლებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები!
|