საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა
2020-05-30 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ამოცანაა დაიცვას ბალანსი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირებას შორის. ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდაჭერას. გეგმა მოიცავს 2 ეტაპს, რომლიდანაც პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელებაც მარტში დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა უკვე აპრილში მოხდა. ანტიკრიზისული გეგმები ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://stopcov.ge/ka/Gegma
|