საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
✅ მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. ✅ პროექტს ემატება:
✅ ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტში - „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის და ლიზინგის ლიმიტი. ► აღნიშნული ქვეკომპონენტის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით, სესხის აღების შემთხვევაში გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ✅ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება თხილის პირველად წარმოებაზე გაცემული საბრუნავი საშუალებების სესხებზე მეორადი უზრუნველყოფა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ.
|