საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პროგრამაში ,,დანერგე მომავალი'' ცვლილებები შევიდა
✅ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა. ✅ ცვლილებების თანახმად, პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. ✅ ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი. ფინანსური დახმარება გაეწევა ახალი სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება/გაფართოებას. ✅ ცვლილებების შედეგად პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი შეძლებს.
|