საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ქობულეთის სანაპირო ზოლში ახალი ბულვარი შენდება
2020-07-16 ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - დაწყებულია სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. ✅ სამუშაოები ზღვისპირა პარკის 2-კმ-იანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. ✅ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს: სამუშაოები 4 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება ზღვისპირა პარკის პირველი ეტაპის მოწყობა გასულ წელს დასრულდა, პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი. ✅ სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩების გადასასვლელების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას, ტროტუარის, სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთებას. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი, გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები.
|