საქართველოს მასშტაბით 83 ახალი სკოლა შენდება
2020-07-17
✅ საქართველოს მასშტაბით:
შენდება 83 სკოლა; სრული რეაბილიტაცია უტარდება 174 სკოლას; მცირე სარემონტო სამუშაოები უტარდება 1935 სკოლას; შენდება 78 საბავშვო ბაღი; სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება 40 საბავშვო ბაღს.
► სამუშაოებს ახორციელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. |