საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო
2020-09-02 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო. დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე daxmareba.moh.gov.ge 2 სექტემბრის, 10 საათის მდგომარეობით პორტალზე რეგისტრირებულია უკვე 861 576 ბავშვი და 518 110 მშობელი. იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს: რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505. პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.
|