საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში გაიხსნა
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვ. 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ასევე გაიხსნა ჩოხატაურში, ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულსა და ბაღდათში. მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
► მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers
|