საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია
2021-09-14 „ფრეიზერის ინსტიტუტის" „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია. ახალ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. შესაბამისად, საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7), ავსტრალია (მე-9), დანია (მე-10), დიდი ბრიტანეთი (მე-12), ესტონეთი (მე-13), კანადა (მე-14), სომხეთი (მე-15), იაპონია (მე-18), ჰოლანდია (მე-19), ლატვია (მე-20), ფინეთი (21-ე), გერმანია (22-ე), ავსტრია (28-ე), ლუქსემბურგი (30-ე), ბელგია (45-ე), სამხრეთ კორეა (47-ე), სლოვაკეთი (47-ე), საფრანგეთი (53-ე), მოლდოვა (66-ე), პოლონეთი (75-ე), რუსეთი (მე-100), თურქეთი (114-ე), ბელორუსი (114-ე), აზერბაიჯანი (121-ე), უკრაინა (129-ე) და სხვ. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10-ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით.
|