საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2021-10-11 გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|