საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია
2023-10-25 საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარაძე დახვდნენ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|