საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სამუშაო შეხვედრა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე

2014-12-14

საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური