საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სამუშაო შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხარის რწმუნებულებთან

2014-12-15

მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხარის რწმუნებულებთან გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები.

გუბერნატორებმა მინისტრებს რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და 2015 წლის პრიორიტეტები დასახეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეკონომიკური საბჭოს მდივანი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსაური