საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

2014-12-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილესი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" თავმჯდომარეს მი ენხუას საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით თქვენს მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოა, რაც არის გარანტი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მესამე კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების რაოდენობით ჩინური კომპანია Hualing Group-ი პირველ ადგილზე იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური