საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის კომენტარი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე
2014-12-21 ქედს ვიხრი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მის ოჯახს! თავდაცვის სამინისტროს განცხადებას რაც შეეხება, მე არ ვიზიარებ მას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. "მინდა, პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის მეც არ მომეწონა. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია," - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|