საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2014 წლის 16 მაისის მთავრობის სხდომა
2014-05-16 საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილა, დაემატა 2 საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 2 საკითხის განხილვა, დამტკიცდა 22 საკითხი. დღის წესრიგი მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე", რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელი შიდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |