საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2014 წლის 22 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის კანცელარიაშიდღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა, დაემატა 5 საკითხი, დამტკიცდა 33 საკითხი. დღის წესრიგი მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მიერ წარდგენილი განკარგულების პროექტი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენის თაობაზე. მინისტრთა კაბინეტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფაზეც შეთანხმდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|