საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2014 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა
2014-11-03 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 3 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 2015 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა. მატება განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯზე, მათ შორის: 2015 წლის 1 სექტემბრიდან ქულების მიხედვით, მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია. ამასთან, პენსიები გაიზრდება 2016 წელსაც და ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |