საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სავიზო კონტროლის მოხსნა პოლიტიზირებულ საკითხდად არ უნდა იქცეს

სტატიის ავტორი: ქლეარ მუდი
ქ. ბრიუსელი, 2016 წლის 5 სექტემბერი (გამოქვეყნების დრო 18:54)

ევროპის კავშირს ძალიან სჭირდება წარმატების ამბები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების წყება სერიოზულ გამოცდას უტარებდა კავშირის ერთიანობას და მის მიმართ ნდობას. საუბარია ბრიტანული რეფერენდუმის შედეგზე (რაც გულთან ახლოს მხვდება), მიგრაციულ ნაკადებზე რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის არაერთგვაროვნებაზე, ევროკავშირის საპასუხო რეაქციაზე ტეროროზმისა და უსაფრთხოების საკითხის მიმართ, სხვ.

ამ ფონზე საქართველოს განაცხადის განხილვა შენგენის ზონაში უვიზო მიმოხვლის თაობაზე რამდენჯერმე გადაიდო. თუმცა, ქვეყანა 2015 წლის დეკემბერში იყო მიჩნეული „მზად". ევროკავშირმა საქართველოს წარმატება ახლა გულში უნდა ჩაიკრას.

ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად მესამე ქვეყნისთვის განსაზღვრული პროცედურები საკმაოდ პირდაპირია. ქვეყნებმა მკაცრი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, თან სისტემატიურ შეფასებას დაექვემდებარონ დიალოგისა და ანგარიშგების ფორმატში.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამ მიდგომას ემხრობა და კიდევ უფრო მეტად უფასებს ქვეყნებს რეფორმების წარმატებულ განხორციელებას. სწორედ ეს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და განვითარებისადმი ევროკავშირის ყბადაღებული „შეფარული ძალის" მიდგომის საფუძველს.

ხსენებულის შესაბამისად, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველომ შვიდი საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, რვა ეროვნული სტრატეგიაც მიიღო, 60 კანონზე მეტში და დაახლოებით 70 კანონქვემდებარე აქტში, ინსტრუქციასა და მარეგულირებელ ნორმაში შეიტანა ცვლილებები.

ევროკავშირის სანდო პარტნიორი
გამოწვევები კვლავაც არსებობს, თუმცა საქართველო ახლა უკვე მეტად სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკურად მზარდი ქვეყანაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი, რეგიონში წინსვლის კაშკაშა და გამოკვეთილი მაგალითი. ეს ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ვიზა-ლიბერალიზაცია ყველაზე მიმზიდველი „ჯილდოა", რომელიც ევროკვშირს შეუძლია სამეზობლოს ქვეყნებს შესთავაზოს. მის სარგებელს უკვე 58 ქვეყანა იმკის ალბანეთიდან ვენესუელამდე გადაჭიმულ რეგიონში.

ეს არ გულისხმობს ევროკავშირში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლებას. ვიზა-ლიბერალიზაცია ევროკავშირის შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების უფლებას ანიჭებს ხსენებული ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მოკლე ვადით და სხვადასხვა მიზნობრიობით: ტურისტული, სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ბიზნესის განსახორციელებლად მოგზაურობენ.

ეს მექანიზმი მატერიალურ სარგებელს აძლევს ხშირ შემთხვევებში ძვირი და მტკივნეული რეფორმების განმახორციელებელ ქვეყანას. ხალხთა შორის გაცვლითი პროგრამები ასევე აძლიერებს სტაბილურობას, რადგან ევროპული ფასეულობების გათავისება ხდება, ევროპულ ერთა უფრო დიდ ოჯახში კავშირები მყარდება. ამიტომ, უვიზო მიმოსვლა უდავოდ შედის ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებში.

საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და მუხლჩაუხრელად მუშაობდა არა მარტო დაწესებული პირობების დასაკმაყოფილებლად, არამედ ევროკავშირის უმკაცრეს კრიტერიუმებსაც გასცდა და კიდევ უფრო წინ წავიდა.

საქართველოს პოლიტიკური პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირში ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტადაა განსაზღვრული, ამ მიზანს მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი ემხრობა. მთავრობა მოწადინებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე და ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაციაზე მეტი გააკეთოს. აქაც, ევროკავშირმა უდავოდ უნდა გაითავისოს ქვეყნის მიერ დასახული მიზანი.
თუმცა, ევროკავშირი კვლავ აყოვნებს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. ამგვარი ქმედების პირველი მიზეზი ის არის, რომ საქართველოსთვან ერთად სურს უკრაინასაც მიანიჭოს მსგავსი პრივილეგიები და მეორეს მხრივ თურქეთთან პრიორიტეტულობის საკითხის გარკვევა დაასრულოს. მიგრაციისა და კრიმინალის საკითხებზე გაურკვევლობა და დებატები საბაბად აქ არ გამოდგა.

საქართველო ევროკავშირისთვის იოლად გადასაწყვეტი საკითხია
ვიზა-ლიბერალიზაცია ტექნიკური პროცედურაა. ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. თუმცა, თუ რეალურად ყველაფრის პოლიტიზირება ხდება, ყველა პოლიტიკური არგუმენტი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების და პარტნიორობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

ქვეყნის დემოკრატიული ბერკეტები მყარი და თანმიმდევრულია. მისი საერთაშორისო რეიტინგი მუდამ წინ იწევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციის გარეშე ფუნქციონირებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო.

ბრიუსელში გამუდმებით მოვიხსენიებთ საქართველოს „სანიმუშო სტუდენტად" და „აღმოსავლეთ პარტნიორბის ჩემპიონ ქვეყნად". ეს ლიტონი სიტყვები იქნება თუ ნაკისრი ვალდებულების წინაშე პირნათელნი არ ვიქნებით და დანაპირებს არ შევუსრულებთ საქართველოს.

ევროკავშირს ჰაერივით სჭირდება წარმატებული შემთხვევები და ამბები მის სამეზობლო რეგიონში. ვერ დავუშვებთ მეგობრების გაუცხოებას. ვერც იმას დავუშვებთ ხალხმა იფიქროს, რომ ევროკავშირი თითქოსდა ფუჭ დაპირებებს იძლევა.

პირიქით. მიზანმიმართული და დაჟინებული ძალისხმევით, ევროკავშირთან ინტეგრაციის სურვილით და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი მხარდამჭერი მოქალაქის პოზიტიური განწყობით საქართველო თავის თავში ატარებს ევროპის ხატს - თავისუფალ, სამართლიან, გაერთიანებულ სისტემას სერიუზული გამოცდის პირობებშიც.

ევროკავშირმა ჯეროვნად ააგო საკუთარი იდენტობა გლობალურ ძალაუფლებაზე, რომელსაც რბილი ან ნორმატიული ბერკეტები გააჩნია. მას შემდეგ რაც საქართველომ გადაჭარბებით დააკმაყოფილა ყველა პირობა, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების დაყოვნება სერიოზულად შეარყევს ჩვენსადმი ნდობას და რეგიონში ევროკავშირის გავლენაც შეირყევა.

საქართველო ევროკავშირისთვის იოლად გადასაწყვეტი საკითხია. მისი პირობების დაკმაყოფილების პირობებში ევროკავშირი უფრო მეტს მოიგებს ვიდრე დაკარგავს.

წყარო: euobserver.com