საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველო-ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
2015-12-07 საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|