საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

2015-12-07

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიაზე შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
მთავრობის მეთაური, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში ასევე, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
ტაძრის წინამძღვარი ირაკლი ღარიბაშვილს ეკლესიის ისტორიაზე ესაუბრა. ტაძრის ფართობი - 3170 კვადრატული მეტრი, მთავარი გუმბათის სიმაღლე - 45 მეტრი, ხოლო სამრეკლოს სიმაღლე - 53 მეტრია. ტაძარი 5 000 ადამიანს იტევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური