საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა კომპანია «ჯეოსთილის» თავმჯდომარესთან
2015-12-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია ,,ჯეოსთილის" თავმჯდომარეს ჰარდიფ სინგჰს და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ ინაიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. კომპანია ,,ჯეოსთილი", ინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება- ისეთ სფეროებში როგორიცაა, ჰიდრო ენერგეტიკა და ფეროშენადნობთა წარმოება. დაგეგმილია საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაც. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |