საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

«აწარმოე საქართველოში» ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

2015-12-19

სახელმწიფო პროგრამის - «აწარმოე საქართველოში» ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სოფელ მარტყოფში სამშენებლო მასალის საწარმო შეიქმნება, რაშიც 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება; კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება, რომელიც 60-მდე ადამიანს დაასაქმებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური