საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა
2015-12-19 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|