საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

2015-12-30

86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა შესაბამის აქტს, საქართველოს მოსახლეობას ახალი მთავრობის დამტკიცება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური