საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2015 წლის 3 ივლისის მთავრობის სხდომა
2015-07-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" . ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის, SIGMA-ს ექსპერტების ჩართულობით, საჯარო მოხელეებთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებით, ემყარება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის საშუალებას იძლევა. მთავრობის სხდომაზე ასევე მოიწონეს „განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსა და სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი". პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზება გაუწიოს, როგორც ონლაინ, ასევე ადგილობრივ ტრენინგებს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე სკოლებისათვის, მოაწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, სემინარები და კონფერენციები, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა საერთაშორისო პროექტის eTWINNING Plus ფარგლებში განხორციელებულ სემინარებში მასწავლებელთა მონაწილეობას, დაეხმაროს მასწავლებლებს ახალი იდეების და პროექტების განხორციელებაში, რაც საშუალებას მისცემს მათ საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების დამყარებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში, დაეხმაროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოიძიონ eTwinning Plus-ის პარტნიორი მასწავლებლები და ითანამშრომლონ მათთან, ხელი შეუწყოს ინოვაციური თანამშრომლობის იდეების გენერაციას და ხარისხიანი განათლების, ასევე ენის სწავლების მეთოდებისა და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებას, ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების მაღალ ხარისხს და მოახდინოს პარტნიორი სკოლების მონიტორინგი სამუშაო პროცესში, განახორციელოს საინფორმაციო სემინარები სკოლებისათვის, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებისათვის, სკოლის მენეჯერებისათვის და ა.შ.
|