საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2015 წლის 23 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2015-09-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3% იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მეტეორადარს შეიძენს. რადარის შეძენის შემთხვევაში სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, ადრეულ ეტაპზე მოახდინოს ამინდისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების დეტალური ლოკაციური პროგნოზირება, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული სტიქიური მოვლენების უარყოფითი შედეგები და შესაბამისი ზარალი. ამინდის წინასწარი პროგნოზირება აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული მიზნების განხორციელებისთვისაც.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური